სამედიცინო აპარატურა

პირველი რენდგენის აპარატურა



1896 წელს მეცნიერების მსოფლიო საზოგადოება სენსაციურმა ცნობამ შეძრა: ვიღაც გერმანელმა პროფესორმა აღმოაჩინა სხივები, რომლებიც ადამიანის თვალისთვის უხილავი იყო, მაგრამ მოქმედებდა ფოტოფირზე. მათი საშუალებით სურათები მიიღებოდა სრულ სიბნელეშიც.ს პროფესორი იყო ვილჰელმ კონრად რენტგენი. ის მუშაობდა ვიურცბურგის ინსტიტუტში, რომლის ლაბორატორიაშიც გააკეთა ეს აღმოჩენა,ღმოჩენიდან უკვე 1 წლის შემდეგ რენტგენის სხივები ფართოდ გამოიყენებოდა მედიცინაში. რუსეთში კრონშტადტში პირველი რენტგენის აპარატი დაამზადა რადიოს გამომგონებელმა ა.ს. პოპოვმა. დაჭრილების პირველი გამოკვლევა რენტგენით კი ჩატარდა კრეისერ „ავრორაზე" ცუსიმის ბრძოლის დროს




ამ გამოგონებიდან ერთი წლის თავზე თბილისში რენტგენის პირველი აპარატი ჩამოაქვთ. უნიკალური დანადგარი, რომელიც რუსეთის იმპერიაში მხოლოდ საქართველოში ჰქონდათ, ცნობილმა ქართველმა ექიმმა, ილია ჭავჭავაძის მეგობარმა, მიხეილ გედევანიშვილმა პარიზიდან ჩამოიტანა. პატარა კამოდის მსგავსი ხის ყუთი, რომელიც რთული კონსტრუქციისგან შედგებოდა, შუშის ნეგატივებზე იღებდა რენტგენის სურათებს. ეს აპარატი, რომელიც მიხეილ გედევანიშვილის შთამომავლებთან ინახება, პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. 












Комментариев нет:

Отправить комментарий