რობოტები
გასულ წელს გამომგონებლებმა შეიმუშავეს სხვადასხვაახალი ტიპის რობოტი. გამოფენაზე Sigapore Robotcup 2010 წარმოდგენილი იყო ორი სოციალური რობოტი -ოლივია და ლუკასი. პროგრამის წესების თანახმად ამმანქანებს შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობა.ოლივია შინამოსამსახურის ან პირადი მდივნისფუნქციას ასრულებს, უკრავს სხვადასხვა მუსიკალურინსტრუმენტზე, აკონტროლებსელექტრომოწყობილობების მუშაობას და პასუხობსსატელეფონო ზარებს. ლუკასს შემქმნელებმა გიდისა დაოფიციანტის ფუნქცია დააკისრეს. რობოტი მსურველსმიართმევს სასმელსა და საკვებს, მიაწვდის საჭიროინფორმაციას და შეასრულებს სხვადასხვასამომხმარებლო სამუშაოებს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაამუშავეს რობოტების ახალი კლასი, რომლებსაც შეუძლიათ კითხვა და წაკითხულის არსის გაგება. ეს ე.წ „ხელოვნური ინტელექტი“ სასარგებლო იქნება დაზვერვაში, როგორც აქტიური დამხმარე პერსონა ტექსტური ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში. ასე მაგალითად, რობოტი სახელით მარჯი, რომელიც სიმბოლოთა ოპტიკური ამოცნობის მოწინავე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, წარმატებულად კითხულობს სიტყვებს და საიტების სიახლეების სკანირებას ახდენს, რათა დაადგინოს მათი ზუსტი მნიშვნელობა. მაგალითად, მას უკვე შეუძლია გამოარკვიოს, რომ “ბარკლაუსი”- ეს არის ბანკი, “სტრადა” კი - ცნობილი რესტორანი.
ერთერთ რობოტს კი თავისუფლად შეიძლება ეწოდოს “სამუშო ადგილების ტერმინატორი ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის”. საქმე ისაა, რომ სამხრეთ კორეა 30,000 უცხოელ ინგლისური ენის მასწავლებელს ასაქმებს სკოლებში და შესაბამისად ამ მასწავლებლების შენახვა სამხრეთ კორეისთვის დიდი ხარჯია. ქვეყნის მთავრობამ მოიფიქრა, რომ სკოლებში ბავშვებს უცხო ენა შეასწავლონ ინგლისურენოვანი რობოტის საშუალებით. გასულ წელს სამხრეთ კორეის რამოდენიმე სკოლაში უკვე დაინერგა ეს პროექტი და საკმაო წარმატებითაც. ამ წლის ბოლოსთვის კორეის მთავრობა კიდევ 18 სკოლაში გეგმავს პროექტის განხორციელებას. ეს პატარა „ანდროიდები“ გაცილებით კონკურენტუნარიანს ხდიან სამხრეთ კორეელ ბავშვებში ინგლისური ენის შესწავლას. გასაკვირი არაა, რომ ამ ფაქტმა ინგლისური ენის მასწავლებლები შეაშფოთა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ რობოტმა შესაძლოა სერიოზული დაპირისპირებები გამოიწვიოს.

სურათზე წარმოდგენილი რობოტი მალე კალიფორნიის სანაპიროებზე მაშველის როლს მოირგებს და ხალხს დაღუპვისგან იხსნის. მას შეუძლია ადამიანების გადარჩენა და თანაც გაცილებით უფრო სწრაფად და ოპერატიულად ვიდრე ამას ჩვეულებრივი მაშველი ახერხებს. მისი სახელია EMILY, ან სრულად Emergency Integrated Lifesaving Lanyard. ეს გახლავთ რობოტი-ტივტივა, რომელიც მიცურავს 24 მ/სთ სიჩქარით, რაც ჩვეულებრივი მაშველის სიჩქარეზე 15-ჯერ მეტია. მისი გამომგონებელია ინჟინერი ტონი მულიგანი. სიმძლავრესა და სისწრაფეს რობოტი–ტივტივა მომცრო ზომის წყლის ტუმბოსაგან იღებს, რომელსაც წყლის ჭავლის დიდი სიმძლავრით გამოსროლა შეუძლია. დღესდღეობით ამ ტივტივა მანქანამ წარმატებით გაიარა ტესტირება კალიფორნიაში. სიგრძეში 120 სანტიმეტრია, აპარატი იმართება დისტანციურად. ამ წლიდან იგეგმება მისი ინტეგრაცია iPhone app-სთან რის შედეგადაც რობოტი აღიჭურვება წყალქვეშა ძებნის სისტემით და შეძლებს ჩაძირული ობიექტების პოვნასაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий